1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ინფექციის გავრცელების ინტენსივობა, ალბათ, უფრო ნაკლები გვექნება ზაფხულში და უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის" - ხათუნა ზახაშვილი

ხათუნა ზახაშვილი თქმით, დაავადების გავრცელების ინტენსივობა ზაფხულში ალბათ ნაკლები იქნება, თუმცა შემოდგომისთვის უნდა მოემზადოს საზოგადოება.

"იმედს ვიტოვებთ, რომ სეზონი გარკვეულწილად მხარს დაგვიჭერს. ამაზე მე არ ვიცი სხვა ეპიდემიოლოგებს რა შეხედულება აქვთ, ალბათ, არ შეგვეწინააღმდეგებიან იმაში, რომ მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად კოვიდ ინფექციაზე იმოქმედოს იმ გარემო ფაქტორებმა, რაც ჩვეულებრივ მოქმედებს ხოლმე სხვა რესპირაციულ ვირუსებზე. მისი გავრცელების ინტენსივობა საიმედოდ ალბათ უფრო ნაკლები გვექნება ზაფხულში და უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, როცა სავარაუდოდ, კიდევ იქნება ამ ინფექციის გავრცელების ზრდა" , - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები