1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ხუთშაბათიდან დაიწყება"

კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს, ხუთშაბათიდან დაიწყება - ამის შესახებ  დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი საუბრობს.

ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის წევრის ცნობით კი, თუკი გამოცდა წარმატებით ჩაივლის, მილიონობით ვაქცინის დოზა გამოყენებისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„შემიძლია განვაცხადო, რომ ოქსფორდის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ვაქცინის ხალხზე გამოცდა ამ ხუთშაბათიდან დაიწყება“, - აღნიშნა ჰენკოკმა.

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ჰენკოკმა ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ვაქცინის შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები