1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იძულებული გავხდი ჩემი თანამოქალაქეები დამეზაფრა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ის იძულებული გახდა თავისი მკაცრი განცხადებებით საზოგადოება გამოეფხიზლებია.

"მაგას ჩვენ ვეძახით პოპულაციურ იმუნიტეტს, კიდევ იყო კოლექტიური იმუნიტეტი, მე ნამდვილად მირჩევნია კოლექტივში, ან პოპულაციაში ვიცხოვრო, ვიდრე ჯოგში. ჯერ კიდევ არავინ არ იცის, ეს ვირუსი დატოვებს თუ არა პოპულაციურ იმუნიტეტს, ამ გზით წავიდა შვედეთი, ბრიტანეთმა დააპირა მაგრამ შემდეგ უარი თქვა, ბევრი კამათია ამაზე ქართულ საექსპერტო წრეებშიც, რომ ხომ არ უნდა აგვერჩია შვედეთის მაგალითი. შვედეთს თავის მეზობლებს თუ შევადარებთ, ნორვეგიას ან ფინეთს, 3-4-ჯერ მეტი ადამიანი დაეღუპა შვედეთს, კი, რა თქმა უნდა შეგვიძლია ეს ექსპერიმენტი ჩავატაროთ ჩვენს მოსახლეობაზე, მივუშვათ ვირუსი და მერე...

აქვე მინდა ბოდიში მოვიხადო, რაღაც ეტაპზე მე იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა, ოღონდ მე გამოვდიოდი სუფთა რეალობიდან და რეალური საფრთხე დავანახე. შვედებმა ეს გააკეთეს, ამიტომ ჰყავთ 5-ჯერ მეტი დაღუპული, ვიდრე მეზობლებს. ხანდახან საჭიროა, რომ რეალობას ჩავხედოთ თვალებში, რა გველოდა .

შვედები კარგი მაგალითია, ისინი წყნარი ხალხია, ნორდიკული ხალხია, ცხოვრების წესი აბსოლუტურად სხვანაირი აქვთ, შვედების 50%ი ცალკე, მარტო ცხოვრობს, სოციალურ დისტანცირებაზე მთავრობის მოწოდება არ სჭირდებათ, ერთ მეტრზე ახლოს მაინც არ უახლოვდებიან. ძალიან ძნელია, შვედი შეადარო ქართველს, ცხოვრების წესით. ქართველი უნდა შევადაროთ იტალიელს, ესპანელს,"- განაცხადა იმნაძემ.

ის მიიჩნევს, რომ ის საფრთხე, რომელიც გასულ დღეებში ხალხის თავშეყრის გამო შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით არსებობდა, აცილებულია და საქართველოში შემთხვევების მატება იაპონიის მსგავსად ხდება, რაც ცუდი შედეგი არაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები