1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ბროკოლი 14 ლარი ღირს კარფურში, ჩვენ ღორებს ვაჭმევთ, უკვე აზრი არ აქვს რამის გაკეთებას, ხალხი პანიკაშია!”- შიმშილის ზღვარზე მყოფი მარნეულელები

 სრული კარანტინის გამოცხადების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია. უმრავლესობა თავს ვაჭრობით ირჩენდა, ახლა კი იძულებულია მოსავალი ძროხებსა და ღორებს აჭამოს.

“ბროკოლი დღეს 14 ლარი ღირდა კარფურში, მე ღორებს ვაჭმევ, არადა დღე და ღამე ვმუშაობთ, მუშებს ვქირაობთ, მაგრამ უკვე აზრი არ აქვს არაფრის გაკეთებას”-აცხადებს ჩვენთან საუბარში მარნეულის მკვიდრი, დავით ოღოსიანი. 

Itv.ge : რა პრობლემების წინაშე დადექით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ?

დავით ოღოსიანი: ვერ ვყიდით ჩვენივე მოყვანილ მოსავალს, გვიფუჭდება ყველაფერი, ბანკში სესხები გვაქვს.. 40000 დოლარი მაქვს ვალი და როგორ შევძლებ ამის გადახდას? მანქანა გამოვიყვანე სესხით რომ გამეყიდა ჩემი პროდუქცია, მაგრამ იმასაც ვეღარ ვიხდი.

არ ვიცი რა ვქნა, 3 შვილი მყავს, ქირით ისეთი დიდი მიწები მაქვს აღებული, იქაც ცალკე თანხა მაქვს გადასახდელი.

Itv.ge: ადგილობრივი მთავრობა არის თუ არა საქმის კურსში და რაიმე სახით თუ გეხმარებათ?

დავით ოღოსიანი: იციან როგორ არა. თურქული კიტრი ღირს 5 ლარი და ადგილზე 1.50 თეთრად ვერ ყიდის ხალხი. ბროკოლი 14 ლარი ღირდა კარფურში, მე ღორებს ვაჭმევ, დღე და ღამე ვმუშაობთ, მუშებს ვქირაობთ, მაგრამ უკვე აზრი არ აქვს არაფრის გაკეთებას.

აი რო ნახოთ ტერიტორია, რამდენია დათესილი და როგორი მოწესრიგებულია, გული დაგწყდებათ.. საქათველოში ძალიან ცოტა თუ იქნება ესე კარგად მოვლილი ვენახები და მიწები. ამაში ხო შრომა და თანხებია ჩადებული..

Itv.ge: რაში ხედავთ გამოსავალს, რისი იმედი გაქვთ?

დავით ოღოსიანი: ჩემი პრობლემა ბაზარი რომ გაიხსნას მოგვარდება, გავიტან და გავყიდი , რა მნიშვნელობა აქვს ხალხი კარფურში ივლის თუ ბაზარში, როგორც ვნახეთ იქ არავინ არ იცავს დისტანციას, ჩემი აზრით, ბაზარი უფრო უსაფრთხოა, გაშლილი სივრცეა და ადგილიც უფრო დიდი, ვერ ვიგებ რა აზრი აქ ბაზარში შეიკრიბება ეს ხალხი თუ კარფურში

  Itv.ge: აპირებთ თუ არა ფასების გაზრდას მას შემდეგ, რაც მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა და ბაზარში გასვლას შეძლებთ?

 დავით ოღოსიანი: არა, პირიქით, გაიაფდება ყველაფერი, მაგრამ აზრი არ აქვს უკვე. ზოგიერთებმა საერთოდ გაანებეს თავი , არც რწყავენ და არაფერი , იმიტომ რომ აღარ უღირთ, მე მაგალითად 2 ღორი მყავს, ყოველ დღე 300 ლარის ბროკოლს ვაჭმევ და ძალიან ბევრია ამ მდგომარეობაში. ხალხი პანიკაშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...