1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კომერციული თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღეა. შეგიძლიათ, განახორციელოთ ყველაზე თამამი იდეებიც კი, რომლებიც ბოლო დროს თავში მოგსვლიათ. გამორიცხულიარ არის კონკურენტებთან დაპირისპირება და კოლეგებთან კამათი.

კურო

ამ დღეს ვარსკვლავები მზრუნველ ადამიანებს მფარველობენ. ფინანსურ სფეროში წარმატებას მხოლოდ უდიდესი შრომის შედეგად მიაღწევთ. შეძლებისდაგვარად შეამცირეთ კონტაქტი გარშემომყოფებთან – ვიღაცის ნეგატიური გავლენა შეცდომებს და ფინანსურ ზარალს მოგიტანთ. ახლობელი ადამიანი დაღლილობისა და ნერვიული სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

ტყუპები

ერიდეთ პროფესიულ სფეროში აქტიურობას. ხასიათის უმიზეზო ცვლილება და აუხსნელი ნერვიულობა მუშაობაშიც ხელს გიშლით და გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობასაც გაგირთულებთ. ფინანსურ წარმატებას მხოლოდ დიდი დროისა და ენერგიის ფასად მიაღწევთ, თუმცა შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს.

კირჩხიბი

ამ დღეს მომხდარი დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ნურაფრის შეგეშინდებათ. ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. მთელი ენერგია მუშაობისკენ უნდა მიმართოთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. გვერდით მყოფი ადამიანი უსაფუძვლო შფოთისგან გაგათავისუფლებთ.

ლომი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, პიროვნული მომხიბვლელობა და სექსუალურობა უმაღლეს დონეზეა. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ფინანსურ სფეროში წარმატებას მოგიტანთ და ყველაზე თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ხელმძღვანელის ქება მოტივაციას აგიმაღლებთ და ძველი პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზებს გაპოვნინებთ.

ქალწული

ამ დღეს სამსახურში კოლეგებთან კამათი და პრობლემები გელით. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე გადასვლისას, ერიდეთ ტრამვებს და ავარიებს. საქმე, რომლის გაკეთებაც მოგიწევთ, ნაკლებად საინტერესო იქნება. დღის მეორე ნახევარში გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში სიახლეს შემოიტანენ.

სასწორი

დაძაბული დღეა. ფინანსურ წარმატებას დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწევთ. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მხოლოდ დროული რეაგირებით გაუმკლავდებით.

მორიელი

ეცადეთ, მიღწეული პოზიციები შეინარჩუნოთ. შესაძლოა, კვირის ბოლოს ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, თუმცა გირჩევთ, იოლი ფულის შოვნის წინადადება არ მიიღოთ. ეცადეთ, სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ – ამით ხელმძღვანელის და კოლეგების თვალში ბევრს მოიგებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობას ერიდეთ – ნებისმიერი საქმე დიდ დროს და ენერგიას წაგართევთ, თუმცა შედეგი თქვენს მოლოდინს არ გაამართლბს. ხასიათის უეცარი ცვლილება და უმიზეზო ნერვიულობა ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტურ სიტუაციას შექმნის.

თხის რქა

აქტიური ბრძოლისა და წინააღმდეგობების დაძლევის დღეა. ბედი თქვენს სიმტკიცეს გამოცდის. საქმე, რომლის კეთებაც მოგიწევთ, უინტერესო აღმოჩნდება. სამსახურში მოსალოდნელია მცირე კამათი და გაუგებრობა. გირჩევთ, დაუფიქრებელ დაპირებებს ნუ გასცემთ.

მერწყული

შფოთიანი დღე გელით. ერიდეთ საქმეს, რომელიც სიზუსტეს და ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, თორემ არაკეთილმოსურნეები ამას თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ. სწრაფი რეაგირებით პრობლემებს დროულად გაუმკლავდებით. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს.

თევზები

დაძაბული დღე გელით. ერიდეთ მკვეთრ გამოთქმებს და ნერვიულობას. ნუ გამოიჩენთ გულახდილობას ადამიანებთან, რომლებსაც არ ენდობით, თორემ არაკეთილმოსურნეთა ყურადღებას მიიქცევთ. შესაძლოა, ზოგიერთ მეზობელთან ურთიერთობის გადახედვა მოგიწიოთ. ყურადღება მიაქციეთ გულსისხლძარღვთაა სისტემის გამართულ მუშაობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...