1 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპატრიარქოში დამელაპარაკნენ და გამაფრთხილეს, რომ 2 000 ადამიანი არ უნდა გეთქვა - შალვა კეკელია

 

დეკანოზი შალვა კეკელია სახლში დარჩენისკენ ბევრ ადამიანს მოუწოდა, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებენ დღესასწაულზე ტაძარში მისვლას, მაგრამ თუ ადამიანი ტაძარში მივა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წესები იქნას დაცული.

“რა სიტუაცია იყო გუშინ - მე ვიყავი გუშინ მეუფესთან მისული, იმიტომ, რომ „რუსთავი 2“-ზე იყო ჩემი ინტერვიუ, შემდეგ ინტერნეტში ასეთი საუბარი გავრცელდა, რომ ეკლესიაში ველოდებით 2 000-მდე ადამიანს. არადა, ეს ყველაფერი გუშინ სხვანაირად ვთქვი. გუშინ მამა საბაც იყო თქვენს ეთერში და მანაც ისაუბრა. ანუ, მე არ მითქვამს, რომ 2 000 ადამიანს ველოდებით ტაძარში. რადგან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა, ჩვენ ეს შენობა გავასუფთავეთ. ჟურნალისტები მოვიდნენ მაშინ, როდესაც ამ შენობას ვალაგებდით. როდესაც გვკითხეს, რატომ ვალაგებთ ამ შენობას, ვუთხარით, რომ თუ ადამიანები მოვლენ და წირვას დაესწრებიან, დისტანცია რომ ყველანაირად დაცული იყოს, ჩვენ ამ შენობასაც ვამზადებთ. ვთქვი, ამიტომ ვამზადებთ ამ ტაძარს, თორემ 2 000 ადამიანზე (მოსვლის შესახებ) მოწოდება ეს, აბსოლუტურად, წარმოუდგენელი რამე იყო. წარმოუდგენელია, 2 000 ადამიანი, როგორ უნდა მოვიდეს და წირვას დაესწროს. უბრალოდ, ვუთხარით, რომ ამდენ ადამიანზე არის ეს გამზადებული. ჟურნალისტებმა სხვანაირად გაიგეს და დაიწერა ასე, რომ მამა შალვა კეკელია 2 000 კაცს ეძახის თავის ეკლესიაში, მოდით, ღვთისმსახურებას დაესწარით. ანუ, ძალიან დაამახინჯეს ეს დამოკიდებულება და ძალიან ცუდია ასე საუბარი“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები