1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“უმორჩილესად ვთხოვ ეკლესიას, მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩავატაროთ”

გლობალურად დღეს დილისთვის უკვე 2 მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ, დაახლოებით მეოთხედია გამოჯანმრთელებული, მაგრამ უკვე ძალიან მაღალია ამ დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი. შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს ჩვენთან და ბოლო სამ დღეში უკვე ორჯერ გვქონდა ნახტომისებური ზრდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს მე უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, ნუ წავალთ და ნუ შევიკრიბებით ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან, ჩვენზე ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები. რა თქმა უნდა, იქნება ლიტურგია, მაგრამ ჩვენ ნუ მივიღებთ მონაწილეობას. არიან გამოუვლენელი, დაუდასტურებელი ვირუსის მატარებელი ადამიანები და მასიური თავშეყრის დროს, ინფექციის გავრცელებისა და დაინფიცირების რისკი მაღალია, უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას, ყველაზე უფრო მაღალრეიტინგულ ინსტიტუციას ქვეყანაში, ჩვენს მღვდელმთავრებს, მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩავატაროთ. ილოცებენ ისინი და დამერწმუნეთ, ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ჩვენი ბევრი ქართველი გადაურჩება ამ ინფექციას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები