1 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ტიკარაძე: მოქალაქეებს მხოლოდ მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა

„მნიშვნელოვანია, ამ კრიზისულ ფაზაში აუცილებლად დავრჩეთ სახლში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ გარეთ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული გახდება საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს, რა დროსაც მოქალაქეებს მხოლოდ გარკვეული მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა.

„როგორც მრევლთან, ასევე დამსვენებელთან მიმართებით ვიტყვი ერთს - დარჩი სახლში, ნიშნავს დარჩი სახლში. ის რომ, ჩვენ შევქმენით ვირტუალური სამუშაო ადგილები, ის რომ, ბავშვები არ დადიან სკოლებში, გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები სახლში დარჩნენ. ეს არ ნიშნავს, რომ გაზაფხულის შუა რიცხვებში დავეხარბოთ მზის სხივებს. თუ გვინდა, რომ გვქონდეს მზიანი და ბედნიერი ზაფხული, მნიშვნელოვანია ამ კრისიზულ ფაზაში აუცილებლად დავრჩეთ სახლში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ გარეთ.

სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ გამოაცხადოს საყოველთაო კარანტინი. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, ამ მესიჯში დეტალურად იქნება გაწერილი ის საჭიროება, გასვლის მიზანი და ტრაექტორია, რაც გასავლელი აქვთ. როგორც იცით, ჩვენ ვმუშაობთ აპლიკაციაზე და გარკვეულწილად ამ აპლიკაციაში განიხილება ეს კომპონენტი, რადგან მას სხვა ქვეყნები წარმატებულად იყენებენ,“- განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...