1 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპატრიარქო ეკლესიას საკუთარ თამაშში ითრევს, ხდება ადამიანების სიკვდილის რისკის ქვეშ დაყენება - მამა ანდრია სარია

მამა ანდრია სარიას განმარტებით, თუ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების წესი არ შეიცვლება და ადამიანები წირვაზე მივლენ, მათ ჯანმრთლეობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

მამა ანდრია სარიას თქმით, ეკლესიამ არ უნდა დაარღვიოს წესები და გაითვალისწინოს ეპიდემიოლოგების მოწოდებები.

"ეს იქნება სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმა, ხარაკირის ტოლფასი. საკუთარ თამაშში ითრევს საპატრიარქო ეკლესიას და ეკლესია ასეთ თამაშში არ უნდა შედიოდეს. როცა გეუბნებიან რომ სახლში დარჩე, რადგან შესაძლოა ათასობით ადამიანი დაინფიცირდეს და არის უდიდესი რისკი. შენ კი ადამიანებს სთავაზობ სკამებს, თუმცა მაინც ერთად შეიყრებიან. 3 ადამიანის შეყრა იკრძალება, რა მნიშვნელობა აქვს ტაძრის შიგნით იქნებიან თუ გარეთ.

ეს იქნება იმ ადამიანების სიკვდილის რისკის წინაშე დაყენება, ვისაც დღემდე უფრთხილდებოდნენ," - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.  

უკვე დაანონსებულია, რომ საპატრიარქო საკუთარ გადაწყვეტილებას დღის მეორე ნახევარში გამოაცხადებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები