1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტიკარაძე: გვყავს 256 ინფექციონისტი, შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს

გვყავს 256 ინფექციონისტი, შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს- ამის შესახებ მინისტრმა ტვ. იმედზე ისაუბრა. 

„რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია და რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ ჩვენ არა გვაქვს საუბარი მათ კვალიფიკაციაზე, საუბარი გვაქვს მხოლოდ რიცხვებზე.

აქ გვაქვს ჩვენ ყველაზე დიდი დრამა და ხარვეზი, რომელიც არის მოცემულობა და ფაქტი.

ჩვენ დღეისათვის საქართველოში გვყავს 488 რეანიმატოლოგი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ დავიცავდით ევროპის რომელიმე ქვეყნის სტანდარტს, ჩვენ მივიღებდით, რომ ამ რეანიმატოლოგებს შეუძლიათ თავიანთი ადამიანური რესურსი გადაანაწილონ მხოლოდ 1200 საწოლზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ დღიურ რეჟიმში შეუძლიათ მოუარონ მხოლოდ 1200 პაციენტს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა კოვიდინფექციისა, ჩვენ ვართ ადამიანები და გვაქვს სხვა თანმხლები დაავადებები, რომელთაც ასევე ესაჭიროება ამ პროფილის ექიმების ჩართულობა.

როცა ამ რიცხვებს აანალიზებ, ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები და იყო ძალიან ფრთხილი,“ – განაცხადა ტიკარაძემ TV იმედზე, გადაცემა „ღია ეთერში“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები