1 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ, წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან”

ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ, წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ინტერნეტკონფერენციისას განაცხადა.

გამყრელიძემ მიმართა საზოგადოებას, ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ნაკლებად იაქტიურონ.

„​წირვა-ლოცვებზე შემიძლია მივმართო ჩემს მოსახლეობას, რომ ვიყოთ ნაკლებად აქტიური ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის დროს ყველას გვინდა, ჩვენ მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ, წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან. იქნებ, წელს ოჯახიდან თითო ადამიანი გავიდეს სასაფლაოზე, ისიც, რა თქმა უნდა, იმ პერიდოში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, წელს ღონისძიებები იქნება გატარებული, რომ გართულდეს ტრანსპორტის მოძრაობა.

„ამიტომ, ამ ორი კვირის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ პიკში არ შევიდეთ აპრილის ბოლოს-მაისის პირველ დეკადაში.

და თუ ამას განვახორციელებთ, ეს პიკი იქნება შედარებით დაბალი, არ იქნება მაშინ ინფიცირებული ათასები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ ათასები იქნა, რთულად გადასატანი იქნება ეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...