1 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ძალიან მძიმე სურათი იქნება. შევხედოთ, რა ხდება იტალიაში, ესპანეთში და ვიფიქროთ იმაზე, რა დღეში ვიქნებოდით" - სოზარ სუბარი

 პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში სულ ორი ქვეყანაა, სადაც ისეთივე დაბალი მრუდი იყო, როგორც ჩვენთან. ეს არის იაპონია და ბრუნეის სასულთნო. ყველასთვის გასაგებია, როგორი ტიპის მმართველობაა ბრუნეიში და როგორ მოახერხებდნენ ამას. საქართველოში ამას მივაღწიეთ ექიმების თავდადებული შრომის, პოლიციელების მუშაობის და ხალხის თვითშეგნებით საშუალებით. ის რაოდენობა, რაც გვაქვს, განპირობებულია იმით, რომ რამდენიმე ადამიანი არ დაემორჩილა რეკომენდაციებს. შეცდომა არსადაა გამორიცხული, მაგრამ იმ სიმპტომებზე, რომლებზეც ჩვენ განგაშს ვტეხდით, საზღვარგარეთ საავადმყოფოში მისულ ადამიანებს სახლში აბრუნებენ. ყველამ ვიცოდით, რომ გავრცელებას ასე თუ ისე ვერ ავცდებოდით, მაგრამ ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც დაიწყო ფართო გავრცელება. 2-3-კვირიანი მობილიზება ახლა იქნება გარდამტეხი. თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ ექიმები, მხოლოდ ჯარი, მხოლოდ პოლიცია ვერაფერს გახდებიან. შეიქმნა ისეთი განწყობა, რომ კარგად მივდივართ და არაფერი იქნება. ეს ასე არაა - ძალიან მძიმე სურათი იქნება. შევხედოთ, რა ხდება იტალიაში, ესპანეთში და ვიფიქროთ იმაზე, რა დღეში ვიქნებოდით, ეს რომ ჩვენთან მომხდარიყო. ნუ დავიმშვიდებთ თავს. აქამდე მოვედით მაქსიმალური მობილიზებით, მაქსიმალური ძალისხმევით, თითოეული ნაბიჯის დეტალური გათვლებით, მაგრამ ახლა დაიწყო ყველაზე მძიმე ეტაპზე და გადასარჩენად მობილიზებაა აუცილებელი“, - განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები