1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი სასულიერო პირია მოთავსებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მყოფ ერთ-ერთი ტაძრის მამაოს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სავარაუდოდ ის კლინიკას დღეს დატოვებს.

„ჩვენთან კვლევა ჩაუტარდა ერთ-ერთი ტაძრის მამაოს, რომელთანაც ნეგატიური პასუხი მივიღეთ. ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციით ავადმყოფი,  გადაყვანილი იქნა სხვა განყოფილებაში. როცა ნეგატიურ პასუხებს მივიღებთ ხოლმე, ვიდრე ტემპერატურა აქვს და არ გამოჯანმრთელდება, გადაგვყავს სულ სხვა განყოფილებაში, იზოლირებულად იქ განაგრძობს მურნალობას. დღეს დილას მას ტემპერატურა არ აქვს და შესაძლოა, დღის განმავლობაში დატოვოს კლინიკა“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები