1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დღევანდელ სიტუაციაში ალბათ უფრო სწორი იქნება, საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით, მაგალითად, ორი კვირით გახანგრძლივდე" - თენგიზ ცერცვაძე

  შენარჩუნდეს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის შემდეგ , ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე ისაუბრა

 „რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აქვს, ამ ყველაფერს რაც უფრო ზედმიწევნით დავიცავთ, ამ პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით და ეპიდემიას დაღმავალი გზით გავუშვებთ; ის საგანგებო მდგომარეობა მით უფრო ჩქარა მოიხსნება და ქვეყნის ეკონომიკა მით უფრო ჩქარა გაიხსნება და გაცოცხლდება. ეს ყველამ უნდა გაიაზროს და არ უნდა შეეცადონ, აი, კარგი ამინდი გამოვიდა, გავიდეთ, შევიკრიბოთ, ვისეირნოთ და გავერთოთო. ეს უცილობლად გამოიწვევს ამ მდგომარეობის გახანგრძლივებას და რა გვირჩევნია, ცოტა მეტად გავიჭირვოთ და ეს გაჭირვება მოკლე დროში დამთავრდეს თუ ნაწილობრივ გავიჭირვოთ და ეს დიდხანს გაგრძელდეს? ვფიქრობ, პასუხი ნათელია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები