1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გადაანაწილეთ სამედიცინო აღჭურვილობა – ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ექიმები!”

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩემი აზრით სასწრაფოდ უნდა მოხდეს არსებული ნ95, ქირურგიული ნიღბების, წყალგამძლე ხალათების და ხელთათმანების გადანაწილება არამონაწილე კლინიკებისთვის. 

უნდა ვიცოდეთ მარაგის შესახებ და ექიმებს უნდა ვუთხრათ რომ მოუწევთ რესპირატორების მრავლჯერადად გამოყენება, რისი გამოცდილება და პროტოკოლც არსებობს. 

გთავაზობთ შემდეგი აღჭურვილობის სქემას

🦠 მედპერსონალი რომელიც რეანიმაციაში – ე.წ. PAPR ან ნ95 და სახის ფარი. თუ 3-4 საათზე მეტი უწევს მედპერსონალს რეანიმაციაში ყოფნა უმჯობესია PAPR 

🦠 მედპერსონალი რომელიც ატარებენ აეროზოლ წარმომქმნელ პროცედურას (ინტუბაცია, TEE, ნახველის ინდუცირება, BAL, ენდოსკოპია, CPAP/BiPAP, High Flow O2) COVID 19 სტატუსის მიუხედავად – ნ95 და სახის ფარი ან PAPR 

🦠 მედპერსონალი რომელიც იღებს ინფარქტიან (STEMI), ინსულტიან და მშობიარე პაციენტებს – ნ95 და სახის ფარი ან PAPR

🦠 მედპერსონალი, რომელიც სტაციონარში ნახულობს დადასტურებულ ან საეჭვო შემთხვევებს – ნ95 და სახის ფარი ან PAPR 

🦠 ყველა სხვა მედპერსონალი და ნებისმიერი ადამიანი რომელიც მუშაობს საავადმყოფოში (დამლაგებელი, დაცვა) – მინიმუმ ქირურგიული ნიღაბი ან პროცედურული ნიღაბი, თუ არის მაშინ დოლბანდის ან ნაჭრის ნიღაბი 

🦠ყველა სხვა, მედპერსონალი თუ არ არის – დოლბანდის ან ნაჭრის ნიღაბი 

*ნ95 ნიღაბი შეიძლება ჩანაცვლდეს ქირურგიული ნიღბით დეფიციტის შემთხვევაში გარდა ეროზოლის წარმომქმნელი პროცედურის დროს. 

*ნ95 ის ნაცვლად FFP 2, FFP 3 ის გამოყენება შეიძლება

მედპერსონალი არის პრიორიტეტი!!
ვერ ვტესტავთ, ამიტომ ჩვენი ვალია რომ ისინი სათანადოდ დავიცვათ!!
ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ექიმები!!”

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები