1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყველა ვინც ამ სიმღერას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ძალიან ზნედაცემულ ადამიანებად მიმაჩნია! - სოფო ბედია

ყველა ვინც ამ სიმღერას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ძალიან ზნედაცემულ ადამიანებად მიმაჩნია! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მომღერალი სოფო ბედია კრიტიკას, რომელიც მოყვა ვიდეო რგოლს, რომლის პრემიერაც გუშინ შედგა, რგოლის იდეის ავტორია თავად ბედიაა. მისი თქმით ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კლიპს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ზნედაცემული და ბოროტი ადამიანია. 

"დიდი მადლობა ყველა შეგნებულ და კეთილ ადამიანს უამრავ კომპლიმენტს და მოლოცვას ვიღებ, აი მათ ვინც ამ სიმღერას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ძალიან ზნედაცემულ ადამიანებად მიმაჩნია! იმის მაგივრად, რომ ერთად დავდგეთ და სიკეთე ვუსურვოთ, გავამხნევოთ ერთმანეთი ბოროტი ტროლები პოლიტიკურად განიხილავენ და ილანძღებიან!!! სირცხვილია ხალხო ასეთი მიდგომით არაფერი გვეშველება!ჩემი და ყველა ამ სიმღერაში მონაწილე ადამიანის კეთილი სურვილია გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი! ვთქვი და კიდევ ვამბობ ყველა ისტორიულ მოვლენას თავისი მნიშვნელობა აქვს და შედარებების მოყვანაც ძალიან უხერხულია!ეხლა ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირს და თუ ერთმანეთი არ გავამხნევეთ არაფერი არ გვეშველება!სწორედ დღევანდელ პრობლემას მივუძღვენით სრულიად უწყინარი და კეთილი ვიდეო რგოლი!" - წერს სოფო ბედია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები