2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირებულ დედას ჩვილის ძუძუთი გამოკვება არ ეკრძალება - დავით გაგუა

მეან-გინეკოლოგის, დავით გაგუას განმარტებით, ორსულები განსაკუთრებულ რისკჯგუფს არ მიეკუთვნებიან, ისინი ისეთივე რისკის ქვეშ არიან, როგორც დანარჩენი მოსახლეობა. ამის შესახებ მან „მაესტორს “ეთერში განაცხადა.

„კორონავირუსზე ძალიან მწირია მტკიცებულებები, ამიტომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კორონავირუსი ორსულებზე უფრო მეტად მოქმედებს თუ არა. ვირუსი არ არის აღმოჩენილი არც სანაყოფე წყლებში, არც დედის რძეში და შესაბამისად ვარაუდი, რომ დედიდან კორონავირუსი ნაყოფზე გადაეცემა დამტკიცებული არ არის“, - აღნიშნა მეანგინეკოლოგმა.

მისივე თქმთ, კორონავირუსით ინფიცირებულ დედას ჩვილის ძუძუთი გამოკვება არ ეკრძალება.

„ძუძუთი კვება არ იზღუდება, ის მიღებული და დაშვებულია, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა ჰიგიენური წესები: ხშრად ხელების დაბანა, პირბადე“, - აღნიშნა გაგუამ.

მისივე განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულმა ორსულმა ფიზიოლოგიურად იმშობიაროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები