2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, აღდგომა იქნება სიცოცხლისა და სიკვდილის გადამწყვეტი”

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამთა ჩხიკვაძე, დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ ამბობს, რომ აღდგომა შეიძლება იყოს სიცოცხლისა და სიკვდილის გადამწყვეტი.

„არავის არ ვაშინებ, ყველამ იცის რა მდგომარეობაა. ახლა არის დრო, როცა უნდა მოვუსმინოთ ექიმებს, მეცნიერებას.

ტრამპმა არ მოუსმინა ექიმებს, არც მეცნიერებას და რა მდგომარეობაა ყველამ კარგად იცით. ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში.

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, აღდგომა შეიძლება იყოს სიცოცხლისა და სიკვდილის გადამწყვეტი, იმის მიხედვით რამდენი ხალხი წავა ეკლესიასა, თუ სასაფლაოზე. თუ როგორ წარიმართება აღდგომა.

ვერაფერს ვერ გააკეთებს ერი გარდა იმისა, რომ სახლში დარჩეს“, – განაცხადა ამერიკაში მოღვაწე ჰოსპიტალისტმა თამთა ჩხიკვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები