2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაატა იმნაძე: მინდა სიამაყით განვაცხადო, 6 შტამი, ანუ 6 ქართველი პაციენტის კორონავირუსის გენი გაშიფრულია

მინდა სიამაყით განვაცხადო, 6 შტამი, ანუ 6 ქართველი პაციენტის კორონავირუსის გენი გაშიფრულია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის შედეგად შესაძლებელია, თვალი მიადევნონ, პაციენტებში აღმოჩენილი შტამები უცხოეთის რომელ ქვეყანაშია გავრცელებული.

„მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ 6 შტამი, ანუ 6 ქართველი პაციენტის ვირუსის გენი გაშიფრულია. ატვირთულია ვირუსების გენომების მსოფლიო ბაზაში. მაგალითად, ირანული წარმოშობის ავადმყოფის ვირუსის გენი კარგად ჩაჯდა ირანულ ჯგუფში, იტალიური წარმოშობის - იტალიურ ჯგუფში. ეს ვირუსები განსხვავდებიან. ვირუსის გავრცელებასთან ერთად მისი მუტაცია სულ ხდება და კორონავირუსის ეს შტამები ერთმანეთისგან განსხვავდება. შედეგად, ჩვენ ადვილად მივადევნებთ თვალყურს, არა მარტო ჩვენი პაციენტები საიდან ჩამოვიდნენ, არამედ ვირუსს რომ გამოვყოფთ, ვიცით ის ვირუსი, რომლის ნათესავია, რომელი ქვეყნაშია გავრცელებული. სხვათა შორის, გვქონდ შემთხვევა, ჩვენი პაციენტი ამბობდა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა რამდენიმე ქვეყნის უცხოელთან. დავადგინეთ, რომელი უცხოელისგან იყო ინფიცირებული, რადგან იმ ქვეყანაში გავრცელებული შტამის იდენტური იყო მისი ვირუსი. ამას აკეთებს დღეს ლუგარის ცენტრი ზუსტად ისე, როგორც მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ლაბორატორიები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...