2 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტია. 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.აქედან 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათ აქვთ სუნთქვის უკმარისობა და საჭიროებენ ბოქსიგენურ თერაპიას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ პაციენტებზე პროგნოზის გაკეთება რთულია. „მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. დინამიკა ამ ეტაპზე დადებითი არ არის მაგრამ მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - აღნიშნა გოგინავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები