2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, დავისვენებ, დავიძინებ“

"ქართველები ვგავართ იტალიელებს, ლაღი ხალხი ვართ, მაინცდამაინც არ გვიყვარს წესრიგის დაცვა და რბილი ზომებით კიდევ კარგად მოვედით აქამდე. ხომ ხედავთ იტალიას რა მოსდის? იგივე დაგვემართებოდა ჩვენ, რომ არა სამთავრობო ვერტიკალი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეც-პროექტი COVID 19” განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ვერტიკალი, დაწყებული ექიმებით და დასრულებული მთავრობითა და პრემიერ-მინისტრით, ეპიდემიის პირველი დღიდან დღემდე ეფექტურად მუშაობს.

„მათი საპასუხო ღონისძიება იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური. საგანგებო მდგომარეობაც მაშინ გამოცხადდა, როდესაც საჭირო იყო. მყისიერი რეაქცია იყო მარნეულის შემთხვევაზე. რაც შეეხება თბილისს, მიმაჩნია რომ ესეც დროულია. საქართველოში ჯერჯერობით უჩვეულოდ კარგი მდგომარეობაა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ. ამავედროს, ჩვენთან არაა სიკვდილის არც ერთი შემთხვევა, მაშინ როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეული შემთხვევები ფიქსირდება.

ვინაიდან, ეპიდემია გავრცელების ამ ფაზაზე შევიდა, მოსალოდნელია, რომ საქართველოში მოხდეს ინფექციის მასობრივი გავრცელება, რაც ქვეყანას ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. გაუჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, გაუჭირდება ეკონომიკას და ყველაფერს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ეს უნიკალური მონაპოვარი, რაც გვაქვს. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს და საქართველოს მიმართ გაკვირვებას და აღტაცებას გამოთქვამს, ეს როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ამის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ღონისძიებები, რომელიც გამოცხადდა“,-აცხადებს ცერცვაძე.

ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემები ყალბდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“არავითარი სტატისტიკა არ ყალბდება. საქართველო არის ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა, რომელმაც მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც ძალიან კომპეტენტური სამედიცინო პერსონალი ჰყავს. ის იყო მეოთხე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ლუგარის ცენტრის წყალობით ტესტირება დაიწყო.

თითოეული შემთხვევა იმდენ ადგილზე რეგისტრირდება და იმდენი ვინმესგან კონტროლდება, მათ შორის ჟურნალისტები ყოველ საათში იღებენ ინფორმაციას, რომ ეს შეუძლებელია. არ დაიჯეროთ, თეორიულად შეუძლებელია”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

კითხვაზე, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში რას გააკეთებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი პასუხობს: „დავისვენებ, დავიძინებ” .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...