2 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი


არახელსაყრელი დღეა. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა ქალებს იმედგაცრუებას და ცრემლს მოუტანს. პარტნიორის უწესო ქცევა შეიძლება ურთიერთიბის სრული გაწყვეტით დასრულდეს. მამაკაცებს ნერვიული სტრესი და ოჯახში კამათი ელით. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.


კურო


გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. დაიცავით დიატა და უარი თქვით ცხოველური წარმოშობის ცხიმებზე. მშვენიერი დღეა ხალხური მედიცინით მკურნალობისთვის. პროფესიულ საქმიანობაში ინტუიციას ენდეთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და შემოსავალს მოგიტანთ.


ტყუპები


მოულოდნელად წარმოშობილი კონფლიქტი თქვენს საზიანოდ დასრულდება. ვითარების განმუხტვაში იუმორის გრძნობა და კარგი ჯანმრთელობა დაგეხმარებათ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა ახალი წინადადება შემოგთავაზონ. თქვენი საქმიანი თვისებები და ფხიზელი გონება საქმის საბოლოო წარმატების გარანტია.


კირჩხიბი


ამ დღეს თავს შესანიშნავად გრძნობთ. თანდათან ურთიერთობა უმჯობესდება. ნუ იქნებით აგრესიული - ამით მხოლოდ ადამიანებს გააღიზიანებთ და ენდეთ საკუთარ ინტუიციას. გვერდით მყოფ ადამიანს თქვენი ზრუნვა და ყურადღება აკლია. შანსი გაქვთ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ და ახალი კონტაქტები დაამყაროთ.


ლომი


გამორიცხული არ არის, რომ ახალმა რომანმა ძველი ჭრილობები მოგიშუშოთ, თუმცა მზად იყავით, რომ ეს ხანმოკლე ურთიერთობა იქნება. სავარაუდოდ, პარტნიორის უწესო ქმედება გაცოფებამდე მიგიყვანთ. მხოლოდ ცხოვრებისეული პრონციპების დახმარებით შეძლებთ თავის შეკავებას.


ქალწული


ვენერას რეგრესიული მოძრაობა პირად ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს - ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს. მამაკაცებს ვურჩევთ, ვნებებს არ აჰყვენ. მოსალოდნელია შინაგანი დაძაბულობა, სტრესი და კონფლიქტი. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.


სასწორი


ოცნებების ასრულების დღეა. ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ უკვე კრიტიკულად განეწყოთ - შესაძლოა, საკუთარი ქცევის გამო ბოდიშის მოხდა მოგიწიოთ. გამოიჩინეთ დიდსულოვნება და დაუთმეთ. ამით სკანდალს აიცილებთ თავიდან. განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს მიაქციეთ, მათთან ურთიერთობა სიმშვიდეს და ბედნიერებას მოგანიჭებთ.


მორიელი


შეიძლება ამ დღეს თქვენი ცუდი წინათგრძნობა გამართლდეს. მოვლენები ისე განვითარდება, რომ ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში დაგდებენ ბრალს. თავის დაცვის დროს აგრესიულობას ნუ გამოიჩენთ, თორემ საპასუხო რეაქციას გამოიწვევთ. გვერდით მყოფ ადამიანთან დამოკიდებულებაში ეცადეთ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ.


მშვილდოსანი


თქვენი ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა, პრობლემების არასტანდარტული გზით მოგვარების უნარი აუცილებლად წარმატებამდე მიგიყვანთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და კოლეგებთან ურთიერთობას. გაითვალისწინეთ, რომ კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება.


თხის რქა


ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. პროფესიულ საქმიანობაში ინტუიციას ენდეთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და შემოსავალს მოგიტანთ.


მერწყული


დაძაბული დღეა, ამიტომ ყოველი ნაბიჯი გულდასმით დაგეგმეთ. მოსალოდნელია პრობლემები ახლობელ ადამიანებთან, თუმცა ამაში დამნაშავე თავად ხართ. ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია. ეცადეთ, ეს დეფიციტი შეავსოთ.


თევზები


ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, სარფიანი საქმე შემოგთავაზონ, თუმცა შედეგი სწრაფი არ იქნება და ლოდინი მოგიწევთ. ეცადეთ, გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ. ახალი საინტერესო იდეები შეგიძლიათ თამამად განახორციელოთ. ახლა ამისთვის ხელსაყრელი დღეა.


 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...