0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მოსახლეობას საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა გადასცეს

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მოსახლეობას საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა გადასცეს, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

  „ევროპული საქართველო“ გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით, ფულის კონკრეტული წყაროთი, საიდან უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა თუნდაც მცირედით, მაგრამ სწრაფად. ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ჩვენი ფული. ის ფული, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში აკრეფილია ე.წ. საპენსიო გადასახადით. ეს ფული ახლა დევს და იდეაში, ის იყო სიბერისთვის, „შავი დღისთვის“ გადადებული ფული. ახლა არის ეს “შავი დღე“ და ახლა სჭირდება ამ ხალხს ეს ფული. ამ ყველაფრის შედეგად, მოქალაქეებს დაუბრუნდებათ 480 მილიონ ლარზე მეტი და მეწარმეებს - 170 მილიონ ლარამდე. ერთ მოქალაქეს საშუალოდ 600 ლარამდე დაუბრუნდება , ხოლო თითოეულ დამსაქმებელს ყოველ დასაქმებულზე - საშუალოდ 223 ლარი“, - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები