0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დღეს განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი - საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილ იმ რეისებზე ისაუბრა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდება. მისი თქმით, დღეს ერთი რეისი განხორციელდება ბერლინიდან, ხოლო ხვალ საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთიდან ბერძნული ავიაკომპანიის ავიარეისის მეშვეობით ჩამოფრინდებიან.

„კვირის განმავლობაში შედგება ორი რეისი. დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში და ბერლინიდან მოხდება მათი დაბრუნება სამშობლოში. ასევე ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან და საქართველოდან წაიყვანენ საკუთარ მოქალაქეებს.

რაც შეეხება შემდეგ კვირას, 26 მარტს განხორციელდება თბლისი-ვენა-თბილისის რეისი, ხოლო 31 მარტს თბილისი-ამსტერდმი-თბილისის რეისი. კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 3 აპრილს - თბილისი- ვარშავა-თბილისი, 7 აპრილს - თბილისი-ათენი-თბილისი, ხოლო 10 აპრილს - თბილისი-ლარნაკა-თბილისი. ეს არის უახლოესი დღეების განრიგი, რისი შესაძლებლობაც ამ სიტუაციაში არსებობს, რომ ეტაპობრივად გამოიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები და რა თქმა უნდა, ვმუშაობთ შემდეგი რეისების დაგეგმვაზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...