0 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი გახარია - " ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ფინანსური მოგება თუ დამატებითი პოლიტიკური დივიდენდები, როდესაც ადამიანებს ასე უჭირთ ყოველდღიურად"

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკოსების ნაწილი სწრაფი ტესტების თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

  „სწრაფი ტესტები ეს არ არის პანაცეა, ეს არის უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სწრაფ ტესტებს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს და რა არის საერთოდ აღებული სტრატეგია ქვეყნის, რათა გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევას. სირცხვილია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ზოგი ადამიანი ცდილობს დამატებითი მოგების მიღებას. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ფინანსური მოგება თუ დამატებითი პოლიტიკური დივიდენდები, როდესაც ადამიანებს ასე უჭირთ ყოველდღიურად. ჩვენ ვშრომობთ და ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე მინიმალური დანაკარგებით ჯანმრთელობისთვის და ეკონომიკისთვის გავუძლოთ და ვუპასუხოთ ამ გამოწვევას“, - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები