0 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

„ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით არ შეცვლილა, მაგრამ ბოლო დღეებში არის უფრო მატება ახალი შემთხვევების. იმედი მაქვს, მიღებული ღონისძიებები, შედეგს მოგვცემს. პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ 2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. შეიძლება ხვალ ყველა ვერ გავწეროთ, ალბათ რამდენიმე დატოვებს კლინიკას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები