0 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია - რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში კორონავიურუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს. რატიანი აღნიშნავს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ შემოვიდა 16 საეჭვო შემთხვევა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტებიდან მიღებული ყველა პასუხი საბედნიეროდ, უარყოფითია. რაც შეეხება ოთხ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული, მათი მდგომარეობა დღეისათვის სტაბილურია“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულებს მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლითა და გაიდლაინით მკურნალობენ.

„მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე სახელმწიფო პროტოკოლი არ აქვს მკურნალობის სტანდარტთან დაკავშირებით და ამიტომ, ჩვენი კლინიკა ხელმძღვანელობს მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლითა და გაიდლაინით. აღნიშნული მკურნალობის ჩატარებამ მოგვცა კარგი ეფექტი. ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დადებითი კლინიკური მდგომარეობით ფასდება ამ ეტაპზე.

დღეს შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო მკურნალობის თემასთან დაკავშირებით და გათვალისწინებული იქნება ჩვენს პროტოკოლში აღნიშნული მკურნალობის ტაქტიკა“, – აცხადებს ლევან რატიანი.

რაც შეეხება მარსელის ეფექტს, რატიანის თქმით, ის შეიმუშავეს პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ორი პრეპარატის მიღებას.

„ამ ორი პრეპარატის მიღების შედეგად, მათი კვლევის მიხედვით 95 პროცენტში მიიღეს გამოჯანმრთელება სრულიად მოკლე დროის პერიოდში, განისაზღვრება 10-დან 14 დღემდე ვირუსის ელიმინაცია. შიდა პროტოკოლი შევიმუშავეთ და ამ პროტოკოლით ვხელმძღვანელობთ დღემდე. პრეპარატების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია.

„რაც შეეხება 80 წელს გადაცილებულ ქალს, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, გასულია 24 საათი. მისი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით. სუნთქვის უკმარისობის კლინიკური ხარისხი შემცირებულია. გუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია“, – აცხადებს ლევან რატიანი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...