0 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩვენ უკვე გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, გაიზრდება დაინფიცირებული ადამიანთა რიცხვი - ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის გაიზრდება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების ფაზაშია გადასული, რაც შემთხვევების გაზრდაზე მიანიშნებს. 

"როგორც იცით, მთავრობის ადმინისტრაციაში ჩვენ გადავედით განსხვავებულ რეჟიმზე. ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე გავრცელდება საქართველოს მაუწყებლის სიგნალის საშუალებით და ყველა სატელევიზიო საშუალებას ექნება ეს ინფორმაცია მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება ადამიანთა რიცხვი ვინც არის დაინფიცირებული კორონავირუსით. ჩვენ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეკავება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტიანად. მაგრამ, არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს,  რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა. როგორც იცით, რამდენიმე კვირაა, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ის ფაქტები, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს თითოეული მათგანისთვის და სხვებისთვის. აუცილებელია დავექვემდებროდ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და რომელიც არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის. დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ ვირუსს,"- განაცხადა ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...