0 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ ამ სწრაფი ტესტით - პაატა იმნაძე

დღეს ვინც დაახველებს და იტალიაში იყო, თუ ყველას ვტესტავთ, შემდეგ უბრალოდ ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ ამ სწრაფი ტესტით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ეს არის ტაქტიკა, რომელიც ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით გამოიყენა სამხრეთ კორეამ. ვირუსის გავრცელების გარკვეულ ეტაპზე, ისინი გადავიდნენ ძალიან ფართომასშტაბიან ტესტირებაზე და აქტიურ გამოვლენაზე ინფიცირებულების. ჩვენ პრინციპში გვინდა, რომ კომბინირებულად გამოვიყენოთ ის მეთოდები, რომელსაც იყენებს დასავლეთის ქვეყნები და ჩინეთმა რაც გამოიყენა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, იქნება მოლაპარაკება კორეასთან და ჩინეთთან, რათა მოხდეს აღნიშნული სწრაფი ტესტების შეძენა, რომლის გამოყენება, შესაძლოა, არამხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, არამედ ფართოდ - საავადმყოფოებმა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმაც გამოიყენონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები