0 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გადამწყვეტი მოქმედებების დროა: წარმატება ახლოსაა და სურვილები მყისიერად გისრულდებათ. თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ პერიოდს უახლოვდებით. მოთმინება გმართებთ. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ.

კურო
თვის მეორე ნახევარში სამსახურში ბევრი სამუშაო გელით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ტემპერამენტმა და ლიდერობის სურვილმა შეიძლება დასანანი შეცდომები და ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვიოს. ეცადეთ, კონფლიქტი დიპლომატიური გზებით გადაჭრათ და ინვესტორები არ დააფრთხოთ.

ტყუპები
ეს დღე თანაგრძნობას, მოწყალებასა და სიყვარულის კოსმიურ ენერგიას განასახიერებს. მეგობრულ და დახვეწილი იუმორის მქონე ტყუპებს ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება ადვილად შეუძლიათ. სასურველია, ამ დღეს შეურიგდეთ ადამიანს, რომელმაც გაწყენინათ. ეცადეთ, საკუთარ თავში გაარკვიოთ, რა არის თქვენი მიზანი და რას ელით საყვარელი ადამიანისგან. სასურველია, ორგანიზმის გაწმენდის, გაკაჟებისა და იმუნიტეტის ასამაღლებელი პროცედურები დაიწყოთ.

კირჩხიბი
ამჟამად მხოლოდ სამსახურის შეცვლა კი არა, ახალი უნარების ათვისებაც ადვილად შეგიძლიათ. მარტის მეორე ნახევარში მეტი თავისუფალი დრო გექნებათ, რაც მეგობრებთან შეხვედრებისა და ხანმოკლე მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ.

ლომი
რაღაც ინფორმაციის მოსვლის შემდეგ სამსახურში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება, კოლეგებთან საუბრის შემდეგ კი განწყობაც გაგიფუჭდებათ. ურთიერთობების პრობლემებს 20 მარტის შემდეგ მოაგვარებთ, ამიტომ კამათი და დავა არ ღირს ადამიანებთან. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უხეშობის, ბილწსიტყვაობისა და ამპარტავნობის უფლებას.

ქალწული
ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარ თავში მისთვის აქამდე უცნობ თვისებებს აღმოაჩენს. კერძოდ: სიტუაციის დრამატიზებას, პოზიორობასა და თანაგრძნობის სურვილს. ეცადეთ, გული მეტისმეტად არ დატვირთოთ. არასასურველია ზურგისა და მკერდის არეში ოპერაციების ჩატარება. სამაგიეროდ, კარგი დროა ნერვული სისტემის, სახსრების, ფეხებისა და თვალების სამკურნალოდ.

სასწორი
საქმეებში ერთფეროვნება გელოდებათ. გარშემო მიმდინარე საუბრების მოსმენით დროს დაკარგავთ. მოულოდნელად, შესაძლოა, მივლინებაში წასვლა და ახალი დავალებების შესრულება მოგიწიოთ. ფინანსურ სფეროში სიტუაცია ცოტაოდენ გაუარესდება. ამ დღეს უმჯობესია, უარი თქვათ ფინანსური საკითხების გადაწყვეტაზე, ხელშეკრულებების შედგენასა და ხელის მოწერაზე.

მორიელი
რეგულარული ინვესტიციები უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებაში დაგეხმარებათ. სამუშაო ადგილზე კლიმატი გაუმჯობესდება, თუმცა, დატვირთვა აუცილებლად მოგიწევთ. თქვენი წარმატება უმეტესად დამოკიდებულია თქვენს კომუნიკაბელურობასა და კონტაქტების მიზიდვაზე.

მშვილდოსანი
სპორტი, ცეკვა და მოგზაურობა ენერგიას შეგმატებთ და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. თქვენი პოპულარობა კიდევ უფრო მოიმატებს, გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები, გეგმები და მათი რეალიზების შანსი. შეეცადეთ, ახალი ინტერესები გაიჩინოთ: იყოთ უფრო ამოუცნობი, შეისწავლოთ ახალი პროგრამები. სცადეთ ბედი შემოქმედებაშიც.

თხის რქა
პლანეტების მდგომარეობა ოჯახური ურთიერთობების გამყარებაში დაგეხმარებათ. თქვენი სახლი ციხესიმაგრედ გადაიქცევა. ენდეთ მეზობლებს. სტუმართმოყვარეობა და მეგობრების სიყვარული თქვენს სახლს კიდევ უფრო გაამაგრებს.

მერწყული
ამ დღის დაბრკოლებები შეგიძლიათ, მიიღოთ, როგორც გამოწვევა და იფიქრეთ მის დაძლევაზე. იმუშავეთ პერსპექტივაზე. რაც უფრო მეტს გააკეთებთ ამ პერიოდში, მით უფრო გაიმდიდრებთ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

თევზები
ამ დღეს თქვენი კომუნიკაბელურობის ნიჭი გაიზრდება. ნებისმიერ საქმიანობაში წარმატება გელოდებათ. ეს დღე შესანიშნავია კოლექტიური საკითხების გადასაწყვეტად ისეთ სფეროებში, როგორიცაა შოუბიზნესი, შემოქმედებითი შეხვედრის ორგანიზება ან სპორტული შეჯიბრებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...