0 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ტურისტებს კორონავირუსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ დაუდასტურდათ“ – განმარტება გუდაურში ჩეხი ტურისტების დაინფიცირებაზე

დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ჩეხეთის მოქალაქეების ინფიცირებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კასრაძის ინფორმაციით, ტურისტებს კორონავირუსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ დაუდასტურდათ.

„გუდაურთან დაკავშირებით:

ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6 კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.

ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან

საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის

აქვე, #დარჩისახლში” – წერს სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი ანა კასრაძე.რესტორან „მთავრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ რესტორნის განცხადებით 3 ჩეხი ტურისტი, რომელიც მათ ხშირად სტუმრობდა, „ახალი კორონავირუსი“ დაუდგინდათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები