0 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფექციურ საავადმყოფოში ჩეხი ტურისტების კორონავირისით დაინფიცირებას არ ადასტურებენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.

მისი თქმით, ყველა დადასტურებული შემთხვევები მათ კლინიკაში მიდის. „ეს ინფორმაცია არ არის სწორი, ჩეხეთის მოქალაქეებზე არ არის დასტური მიღებული დაავადებაზე“- განაცხადა ეზუგბაიამ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამ ჩეხ ტურისტს, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ გუდაურში მდებარე რესტორანმა „მთვრალი ალუბლი“ Facebook-ზე თავის ვებგვერდზე დაწერა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები