0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით დაავადებული 3 ადამიანი, რომლებსაც ვირუსი გუშინ დაუდგინდათ ჩეხი ტურისტები არიან, რომლებიც ერთ-ერთ რესტორანში რეგულარულად დადიოდნენ

გუდაურში მდებარე რესტორანი –  “მთვრალი ალუბალი“ და მისი თანამშრომელი ფეისბუქის გვერდზე წერენ, რომ   კორონავირუსით დაავადებული 3 ადამიანი, რომლებსაც ვირუსი საქართველოში გუშინ დაუდგინდათ ჩეხი ტურისტები არიან, რომლებიც მათ რესტორანში რეგულარულად დადიოდნენ:

“მეგობრებო,

დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში.

ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას ...
ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას...

იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება ...

გისურვებთ ჯანმრთელობას“– წერს მთვრალი ალუბლის ფეიბუქ გვერდზე რესტორნის თანამშრომელი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები