0 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" როდის იყვნენ ნორმალურები ?" - ნახეთ, რას წერს ქეთევან ციხელაშვილის მეუღლე საქართველოს მთავრობაზე

საქართველოს მთავრობის წევრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორებოს საკითებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ქმარი, არმინ ჰუთელოხერი ფეისბუკ სტატუსს წერს.

პოსტში გერმანიის მოქალაქე აღშფოთებას გამოქვამს საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელმაც 14 დღიანი კარანტინი შემოიღო გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული ადამიანების მიმართ და მისი თქმით, ამით იცავს ქვეყანას კიდევ ერთი დასავლური ვირუსისგან: ლიბერალიზმის, დემოკრატიისა და ლგბტ -ს ვირუსისგან.

„მაშინ როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს შეცვალოს ერთი კოვზით ზიარების წესი ასობით და ათასობით მორწმუნესთვის, მე როგორც ორი  გოგონას მამა,  რომლებიც დედასთან და ბებიასთან ერთად თბილისში არიან, ვერ შევხვდები მათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლამდე.

ეს მაშინ, როდესაც მათი დედა და ბებია თავისი რწმენით ეკლესიაში დარბიან, რომ მიიღონ მადლი  ღმერთთან განსაკუთრებით ახლოს მყოფი ეკლესიისგან."

კომენტარში მას ფეისბუქ მეგობარი კითხვას უსვამს საქართველოს მთავრობაზე: სულ მთლად ხომ არ გაგიჟდა საქართველოს მთავრობა, მინისტრის მეუღლე კი პასუხობს: „ახლა? როდის იყვნენ ნორმალურები. ვფიქრობ, ისინი ახალ სიმაღლეებს იპყრობენ.“

ინფორმაციას ამის შესახებ ტვ. პირველი ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები