0 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სკოლებში გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურება შაბათ-კვირის ხარჯზე მოხდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, 13 აპრილის შემდეგ გაცდენილი საათები პედაგოგებმა მოსწავლეებს სხვადასხვა სისტემით უნდა აუნაზღაურონ.

შესაძლებელია სკოლამ გაკვეთილების ასანაზღაურებლად შაბათი და კვირა გამოიყენოს, შეიძლება ეს იყოს ძირითადი გაკვეთილების შემდეგ დამატებითი გაკვეთილები და ასევე, შეიძლება ეს იყოს გაკვეთილზევე გარკვეული თემების გაერთიანება.

„ეროვნული სასწავლო გეგმა მოდიფიცირების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გავავრცელებთ რეკომენდაციებს, უშუალოდ სკოლა კი გადაწყვეტს, ეს რეკომენდაციები როგორ და რა ფორმით გაითვალისწინოს. შაბათ-კვირას ჩაატარებენ დამატებით გაკვეთილებს თუ როგორ, ეს სკოლამ ინდივიდუალურად უნდა მოარგოს თავის საჭიროებებს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე. 16 მარტს კი პუნქტებად ჩამოწერილი რეკომენდაციები დაეგზავნება სკოლებს, როგორ უნდა მოიქცნენ 13 აპრილის შემდეგ. როგორ შეუძლიათ გააერთიანონ თემები, მოდულები და ა.შ. სამინისტრო აძლევს სკოლას რეკომენდაციას - გადააწყვე სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ მოასწრო დროში ჩატევა. თუ სკოლა მეუბნება, რომ მე ამისთვის მჭირდება შაბათი და კვირა, არაა პრობლემა. თუ სკოლა მეუბნება, რომ მყავს 4 ბავშვი და არ მჭირდება შაბათ-კვირა და გავუხანგრძლივებ დღეს, აქაც ინდივიდუალურად გადაწყდება. ასევე, თემების გაერთიანებაც შეიძლება განიხილონ. შეიძლება ვიდეო- გიდის საშუალებით იყოს ეს რეკომენდაციები მიწოდებული, შეიძლება წერილობითი. ჯერჯერობით, ეს ეხება პირველი აპრილის შემდგომ პერიოდს. თუ კიდევ გახანგრძლივდა, შემდეგ მოვერგებით სიტუაციას. ჩვენ უბრალოდ მივცემთ რკეომენდაციებს, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ეროვნული სასწავლო გეგმის ისე მოდიფიცირება, რომ მთავარი მიზანი დაძლეული იყოს,“ - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

„არდადეგების პერიოდში კი პედაგოგმა მოსწავლეებს სხვადასხვა რესურსი და კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა უნდა მიაწოდონ იმისთვის, რომ ეს ორი კვირა ბავშვები არ ისხდნენ სახლში და სახალისო დავალებები ჰქონდეთ. შეიძლება ეს მიეწოდოთ ტელეფონით, მეილით ,“- განაცხადეს სამინისტროში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...