0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.

ცნობისთვის, ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა იყო დადასტურებული. შესაბამისად, შემთხვევების რიცხვი 8-ით არის გაზრდილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები