0 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორ დავით შაკიაშვილს 8 ადვოკატი იცავს

  გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა დავით შაკიაშვილმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება.

 

   ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები