0 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პანდემიის საფრთხე რეალურია" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიაზე უკვე ღიად საუბრობს.
ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამაზე იმ ქვეყნების რაოდენობა მეტყველებს, სადაც ვირუსია გავრცელებული.
„ახლა, როდესაც ახალი კორონავირუსი ასეთი რაოდენობის ქვეყნებშია გავრცელებული, პანდემიის საფრთხე გაცილებით რეალური ხდება. თუმცა, ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომლის კონტროლირებაც შეიძლება“ , – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
მანამდე, ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი კრონავირუსით 104 ქვეყნაში 109 343 ადამიანია დაინფიცირებული.
„ჩვენ გვამხნევებს ის, რომ იტალია აგრესიულ ზომებს მიმართავს ეპიდემიის შესაკავებლად და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამ ზომების ეფექტურობა დადასტურდება“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსმა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირებულია 110,034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62,271 პაციენტი. ვირუსის შედეგად 3,826 ადამიანი გარდაიცვალა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები