0 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. სამსახურებრივ საქმეებში, მნიშვნელოვან შეხვედრებზე და დოკუმენტების გაფორმების დროს მოსალოდნელია შეცდომები და ფინანსური დანაკარგი. პლანეტების განლაგება ინტიმურ ცხოვრებაში წარუმატებლობისს ან ახლობელ ადამიანთან უთანხმოების შესახებ გაფრთხილებთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. დღის პირველ ნახევარში თქვენი მხიარულება და ოპტიმიზმი გარშემომყოფებსაც გადაედებათ. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ტრამვები ან უბედური შემთხვევა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და ერიდეთ სპირტიან სასმელებს.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა ბიზნესის სფეროში დასაქმებული ტყუპებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ეჭვიანობა, თვითგვემა და ილუზორული წარმოდგენები ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს. სასიყვარულო ფრონტზე სასიამოვნო სიახლე გელით. გირჩევთ, მომავალს მეტი ოპტიმიზმით შეხედოთ. ნუ ეცდებით, მოვლენები დააჩქაროთ – უსიამოვნებების ნაწილი თავისთავად გაქრება.

კირჩხიბი

მშვიდი დღეა. ეცადეთ, დღის პირველი ნახევარი ბუნებაში გაატაროთ, მეორე კი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. ეცადეთ, მხოლოდ ღირსეული ადამიანები დაიახლოვოთ, თუმცა შეცდომა ყოველთვის შეიძლება მოხდეს.

ლომი

არახელსაყრელი დღეა. დილიდან უამრავი საქმე, მნიშვნელოვანი შეხვედრები და პრობლემები გელით. გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეცდომები გამოიწვიოს.

ქალწული

სულიერი განწმენდის დღეა. ეცადეთ აპატიოთ, საჩუქრები აჩუქოთ და ყველა თხოვნა შეასრულოთ. ერიდეთ ყველანაირ აგრესიას, ავეჯის გადაადგილებას, სარისკო ოპერაციებს, დოკუმენტებზე ხელის მოწერას და ავტომობილის სწრაფად ტარებას. გირჩევთ, ეს დღე ოჯახის წევრებთან ან ახლო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასწორი

კრიტიკული დღეა. გაითვალისწინეთ, რომ შეცდომებს და საკუთარ სისუსტეებზე აყოლას შეიძლება ფინანსური დანაკარგი მოჰყვეს. ნუ ჩაერევით მოვლენების მიმდინარეობაში – შესაძლოა, პრობლემების ნაწილი თავისთავად გაქრეს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეს დაუჯერებლად სწრაფად და იოლად გაუმკლავდებით. გახსოვდეთ, წარმატების გზა შრომისმოყვარეობაზე და კეთილსინდისიერებაზე გადის. თხოვნის შესრულებაზე უარს ნურავის ეტყვით. დღის მეორე ნახევარი დასვენებისა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენეთ.

მშვილდოსანი

ნუ ეცდებით საკუთარი მოვალეობების სხვებისთვის გადაბარებას – ეს წარმატებაში ხელს შეგიშლით. გამორიცხული არ არის, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში მოულოდნელად შექმნილი პრობლემა ვერ მოაგვაროთ. პლანეტები გირჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ. ასეთ შემთხვევაში უსიამოვნებების ნაწილი შეიძლება თავისთავად მოგვარდეს.

თხის რქა

დილიდან გაუგებრობები და უთანხმოება გელით. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან დაკავშირებული უსიამოვნო სიახლეები ან პრობლემები პროფესიულ საქმიანობაში. გაუთვალისწინებელი ხარჯი ან ფინანსური დანაკარგი გელით.

მერწყული

მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ერიდეთ გადაღლას და გაუმართლებელ რისკს. ინტიმურ ურთიერთობებში თქვენი გადაჭარბებული ემოციურობა და მგრძნობიარობა შეიძლება კამათით და იმედგაცრუებით დასრულდეს. ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლის დროს. ერიდეთ მჭრელ საგნებთან და ელექტრომოწყობილობებთან მუშაობას.

თევზები

არახელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და მოგზაურობისთვის. სახლშიც და სამსახურშიც პრობლემები გელით. გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარშიც მუშაობა მოგიწიოთ, რაც პირად ცხოვრებაში პრობლემებს შეგიქმნით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...