0 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ინფექციური დაავადებები, ტრამვები. გამორიცხული არ არის ფინანსური დანაკარგი და სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაპირისპირება. ეცადეთ, ურთიერთობაში თავშეკავება გამოიჩინოთ. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.
კურო
ამ დღეს მოსალოდნელია საქმიანი წინადადება, თუმცა სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, რადგან შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. მერკურის ხელსაყრელი მდებარეობის მიუხედავად, სამსახურში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, დაპირისპირება უფროსთან ან კოლეგებთან. ფრთხილად იყავით. ნებისმიერი კამათი შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს.
ტყუპები
დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. სავარაუდოდ, ოჯახური პრობლემების და ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ – ეს თქვენ გჭირდებათ. მათთან ურთიერთობით დამშვიდდებით.
კირჩხიბი
ამ დღეს მოსალოდნელია საქმიანი წინადადება, თუმცა ვიდრე დათანხმდებით, ეცადეთ, ჯერ კარგად გაარკვიოთ, რას გთავაზობენ, რათა მოლოდინმა გაგიმართლოთ. ბავშვებთან ურთიერთობაში სირთულე გელით. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ.
ლომი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია გარეშე პირის ნეგატიური გავლენა. შეძლებისდაგვარად შეამცირეთ კონტაქტები და თავშეკავება გამოიჩინეთ. მოსალოდნელია ტრამვები და ინფექციური დაავადებები.
ქალწული
არახელსაყრელი დღეა ჯანმრთელობისა და მოგზაურობისთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, უხასიათობა და თავის ტკივილი. გამორიცხული არ არის, რომ ფინანსურ პრობლემებს შეეჯახოთ.
სასწორი
პასიური დღეა. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისა და კონტაქტებისგან. ეცადეთ, მთელი დღის მანძილზე თავშეკავება გამოიჩინოთ. საკუთარ სისუსტეებს და ცდუნებებს არ უნდა აჰყვეთ, რადგან ეს შეიძლება უამრავი პრობლემის მიზეზი გახდეს.
მორიელი
ამ დღეს სამსახური თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. ოჯახშიც დაძაბული სიტუაციაა. ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და შურისძიება არ გადაწყვიტოთ. დრო ყველას თავად გასცემს პასუხს.
მშვილდოსანი
საქმეების სწორად დაგეგმვის და ძალების რაციონალურად გადანაწილების უნარი უამრავ უსიამოვნებას აგარიდებთ. მგზავრობისა და მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დღეა. ხელმძღვანელ მშვილდოსნებს გამოცდა ელით. გამჭრიახი გონება და მშვენიერი ინტუიცია მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. მამაკაცებს ვურჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმონ. მოსალოდნელია უმიზეზო გაღიზიანება.
თხის რქა
არახელსაყრელი დღეა ჯანმრთელობისა და მოგზაურობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. გამორიცხული არ არის დაპირისპირება ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან. ეცადეთ ემოციები შეიკავოთ და ნერვებს არ აჰყვეთ. თავი შეიკავეთ ხორციანი კერძებისა და სპირტიანი სასმელებისგან.
მერწყული
ამ დღეს მოსალოდნელია ახალი პარტნიორის ან სამსახურის გამოჩენა. ეცადეთ ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი აქტიურობა არასწორად გაიგოს და საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებულ ადამიანად ჩაგთვალოთ. ეს დღე საინტერესო მოვლენებით სავსეა. სასიყვარულო ურთიერთობა და სექსუალური კავშირი საკუთარი თავის რწმენას მოგანიჭებთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა კადრებთან დაკავშირებული პრობემების განხილვისთვის. მატერიალური კეთილდღეობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ ჯანსაღად იკვებოთ და სრულფასოვნად დაისვენოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...