0 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გუშინ დედის დღე იყო. ამ დღეს ყოველთვის ძილში ვატარებ აგერ უკვე 15 წელია. ყველაზე მეტად მიყვარდა.."

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

"გუშინ დედის დღე იყო. ამ დღეს ყოველთვის ძილში ვატარებ აგერ უკვე 15 წელია. გუშინაც ეგრე. კიდევ ოქტომბრის ერთ დღეს მძინავს.

დედა არ მყავს უკვე 15 წელია. ოქტომბრის ერთ დღეს წავიდა მოულოდნელად. ეგ ის დღეა, მას მერე რომ სულ ძილში ვატარებ, ზემოთაც რომ ვთქვი, აი ის დღე. ის დედა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. კი არ წავიდა, გაიპარა და შანსიც არ მომცა, გადამერჩინა, მომეარა, შევგუებოდი. აი ასე, ჯანმრთელი მართლა გაიპარა - დაიძინა და არ გაიღვიძა. არ გაიღვიძა და თავზარი დამცა. თავზარი, რომელიც არ ნელდება და წელიწადში ორ დღეს ძილში მატარებინებს.

გუშინ დედის დღე იყო. ვულოცავ ყველა შვილს ფუფუნებას, ჩაეხუტონ საკუთარ დედებს. მე დედა არ მყავს უკვე 15 წელია."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები