0 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"თურმე ეკლესია ცდილობს ეპიდემია გაავრცელოს ზიარების მეშვეობით და ეკლესიას რჩევას აძლევენ.." - დეკანოზი შალვა კეკელია

ზოგიერთი ადამიანი ეკლესიას ადანაშაულებს იმაში, რომ თურმე ეკლესია ცდილობს ეპიდემია გაავრცელოს ზიარების მეშვეობით. 21 საუკუნის განმავლობაში ადამიანები ეზიარებიან და ერთი შემთხვევაც კი არ არსებობს, რომ ზიარების მეშვეობით, რომელიმე ეპიდემია გავრცელებულიყო,- ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას ზიარებასთან დაკავშირებით.

„ეს მარხვა არის მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებით. ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები სინანულს გამოვხატავთ მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებით. მაცხოვარმა ჩვენთვის დაითმინა ჯვარცმა, სახეში ნერწყვა, დამცირება იმისათვის, რომ თითოეული ჩვენთაგანი გადაერჩინა და ეცხონებინა. მაცხოვარმა იესო ქრისტემ ჯვარცმამდე, რამდენიმე დღით ადრე დაგვიწესა ზიარების საიდუმლო, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქრისტიანებისთვის. მაცხოვარმა გვითხრა, რომ ამ ზიარების აღსრულებით „თქვენ გამიხსენეთ, მე. ამ ზიარებით გექნებათ თანზიარება“. ადამიანი, ვინც ეზიარება, ის ქრისტესთან ერთად არის თანაზიარი ქრისტეს სისხლთან, ხორცთან და მის ცხოვრებასთან. დღეს, ჩვენს ცხოვრებაში კორონავირუსთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ატყდა.

ზოგიერთი ადამიანი ეკლესიას ადანაშაულებს იმაში, რომ თურმე ეკლესია ცდილობს ეპიდემია გაავრცელოს ზიარების მეშვეობით და ეკლესიას რჩევას აძლევენ, რომ ზიარებისთვის ადამიანებმა თავიანთი პირადი, ერთჯერადი კოვზები წამოიღონ, როდესაც ისინი ეზიარებიან. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია ქრისტიანული აზროვნებისთვის, ფიქრისთვის, ქრისტიანული ეკლესიისთვის. უკვე 21-ე საუკუნეა, რაც მართლმადიდებლური ეკლესია არსებობს. 21 საუკუნის განმავლობაში ადამიანები ეზიარებიან და ერთი შემთხვევაც კი არ არსებობს, რომ ზიარების მეშვეობით რომელიმე ეპიდემია გავრცელებულიყო. არათუ გავრცელებულიყო, პირიქით, ზიარება ადამიანს კურნავს და არის შემწე. სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირიც კი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ეკლესიამ უნდა გადახედოს საუკუნეების ამ გამოცდილებას და ახალი წესი უნდა შემოიღოს. საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა წესები, რომლებიც ეკლესიამ მართლაც შეცვალა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი მოჰყავთ, რომ ადრე მაგალითად, პირველ საუკუნეში ადამიანებს ზიარებას სახლში ატანდნენ, ზიარება ბარძიმიდან ხდებოდა. კოვზით ზიარება რამდენიმე საუკუნის შემდეგ შემოიღეს, რაც მართალია და ნამდვილად ასე, მაგრამ ამას თავისი წესი აქვს. რატომ გააკეთა და რატომ გადაწყვიტა ეს ეკლესიამ?! იმიტომ, რომ ბარძიმით ზიარება საფრთხესთან იყო დაკავშირებული, შეიძლებოდა ადამიანს ადამიანისთვის ხელი ეკრა და სასულიერო პირს ბარძიმი დაქცეოდა, რაც ძალიან მძიმე ცოდვაა. ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით ეკლესიამ კოვზით ზიარება შემოიღო. მაგრამ ის, რომ ზიარებით შეიძლება ადამიანს რაიმე დაავადება მიეღო, ეს ეკლესიისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ და მიუღებელიც კი არის. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ამაზე მსჯელობენ, მათთვის ზიარება მიუღებელია. საერთოდაც, ვფიქრობ ერთ რამეს, რომ თუ ადამიანს ზიარების არ გჯერა, თუ ფიქრობ, რომ შენ ზიარებით დაავადდები და თუ შენ ქრისტიანი ფიქრობ, რომ ზიარებით შეიძლება დაავადდე, მაშინ საერთოდ როგორ ეზიარები, ამ წმინდა ზიარებას რატომ იღებ საერთოდ. ან საერთოდ არ მოხვიდე ეკლესიაში, ან საერთოდ არ ეზიარო. თუ შენთვის ზიარების მნიშვნელობა გააზრებული არ გაქვს, თუ ქრისტე შენთვის დაავადების წყარო ხდება, თუ ფიქრობ, რომ ქრისტე დაგაავადებს და ქრისტეთი დაავადდები მაშინ პირიქით, შენ ზიარებას ცხოვრებაში არ უნდა გაეკარო“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...