0 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გავლა აბიტურიენტებს 2 მარტიდან 30 მარტამდე შეეძლებათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია, დღეს, 2 მარტს დაიწყება და 30 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება. მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.nace.ge უნდა გაიარონ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, დღეიდან აბიტურიენტებს წვდომა ექნებათ აბიტურიენტთა ელექტრონულ ცნობაზე, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.

მასში მოცემულია 2020 წლის სიახლეები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ხშირად დასმული კითხვები და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გორგაძე განმარტავს, რომ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოთ სპევპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩამითვლით ეძლევათ.

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კურსისთვის რეგისტრაცია 9 მარტის 10 საათიდან დაიწყება და 26 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები