0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პატრიარქი ბაღდათის ტრაგედიაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ბაღ­დათ­ში მომ­ხდა­რი ხან­ძრის დროს და­ღუ­პუ­ლი 6 ადა­მი­ა­ნის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს უსამ­ძიმ­რებს.

“3 თებერვლის ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად. აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის, – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, – ქალბატონ მატულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესონ იგინი და მარადიული ნეტარება მიანიჭოს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ჭირსა შინა სიმტკიცე.

თქვენი სიცოცხლე და ლოცვითი შეწევნა ძალიან სჭირდებათ იმქვეყნად წასულ თქვენს ახლობლებს, განსაკუთრებით ორმოცი დღის განმავლობაში.

გამხნევდით და გაძლიერდით.

ამასთან, ვთხოვთ მეუფე ანტონს, ეპარქიის სამღვდელობამ თავის მოსახსენიებელში შეიტანოს გარდაცვლილთა სახელები”, – წერია საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები