0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რეკომენდაციები მოსახლეობას – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის განცხადება

„მოქალაქეებმა სადეზინფექციო საშუალებებით ხშირად უნდა დაიბანონ ხელები, გაანიავონ სივრცე, სადაც იმყოფებიან და ატარონ პირბადე, თუკი გრიპი აქვთ“, –აღნიშნული რეკომენდაციების შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება, თუმცა პირბადეებზე მოთხოვნა გაზრდილია.

„საზოგადობასთან რეკომენდაციას რაც შეეხება, ის არის, რომ მათ ხშირად გაანიავონ სივრცე, სადაც იმყოფებიან, ასევე ხელი დაიბანონ სადეზინფექციო საშუალებებით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის გრიპიანი, აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე სხვასთან კომუნიკაციის დროს.

ამ ეტაპზე არ შეინიშნება პანიკა, არც სასწრაფოს გამოძახებით და სასურველია, რომ არც შეინიშნებოდეს. თუმცა,შეინიშნება აფთიაქებში პირბადეებთან დაკავშირებით მოთხოვნა, იმიტომ რომ საკმაოდ აქტიურად ყიდულობს მოსახლეობა პირბადეებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები