0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მეცნიერების ახალი დასკვნა: კორონავირუსი ადამიანებში ღამურებისგან გავრცელდა

პირველი ადამიანები, რომლებსაც აზიაში გავრცელებული ახალი კრონავირუსი შეხვდათ, მაშინ დაინფიცირდნენ, როცა ვირუსი ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. როგორც ახალი მოხსენება მიუთითებს, ვირუსის პირველწყარო ცხოველები ღამურები იყვნენ.

ქალაქ უხანის ჯინინტანის ჰოსპიტალში შვიდი პაციენტისგან აღებულ ორალურ და ანალურ ნაცხზე, ასევე სისხლის ანალიზებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა ვირუსის გენეტიკური გაშიფვრა შეძლეს. ამის შემდეგ, ის ცნობილ ვირუსთა მონაცემთა ბაზაში გატესტეს და აღმოაჩინეს 96,2-პროცენტიანი დამთხვევა ღამურებში ბინადარ კორონავირუსთან; სწორედ ღამურები მიიჩნევა მწვავე რესპირატორული სინდრომისა (SARS) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) გავრცელების წყაროდაც.ეპიდემიის ეპიცენტრის და ახლა კარანტინში მყოფი ქალაქის — უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ სწრაფად გავრცელებადი ვირუსი იმავე ოჯახებში დაფიქსირდა, რომლებშიც 2003 წელს მწვავე რესპირატორული სინდრომი; ამ ვირუსმა მაშინ თითქმის 800 ადამიანი იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ღამურებია მიჩნეული კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსის წყაროდ, რომელმაც 2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში 11 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა; საუბარია ებოლაზე.

მსგავსი: ავსტრალიის კვინზლენდის უნივერსიტეტმა...

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ახალი ვირუსი მსხვერპლის ფილტვებში შესაღწევად იყენებს იმავე რეცეპტორებს, რომლებსაც SARS-ი და იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ხველება, თავის ტკივილი და პნევმონია. დოკუმენტში ახალი ვირუსი, სახელად nCoV-2019 დეტალურად არის აღწერილი.

მკვლევართა აზრით, ვირუსი გავრცელდა უხანის ხორცისა და ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან, სადაც ცხოველებს ადგილზე კლავდნენ და ასევე ყიდდნენ ველურ ცხოველებს.

ჩინეთში გაკეთებული კიდევ ერთი მოხსენების მიხედვით, კორონავირუსის წყარო შეიძლება გველები გახდა, რომლებიც უხანის ბაზრობაზე ასევე იყიდებოდა. თუმცა, როგორც ეს მოხსენება ასევე მიუთითებს, გამომდინარე იქიდან, რომ გველები ღამურებზე ნადირობენ, ამ შემთხვევაშიც პირველწყარო სწორედ ღამურები გამოდის.

SARS-ისა და MERS-ის მსგავსად, ახალი კორონავირუსი ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად ინფიცირებულმა ადამიანებმა ეს ვირუსი პირდაპირ ცხოველებისგან მიიღეს.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში დეკემბრის ბოლოს გამოჩნდა და უკვე იმსხვერპლა ათეულობით ადამიანი, ინფიცირებულია ასეულობით პირი, ძირითადად ქალაქ უხანში.

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ხელისუფლებამ მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა ხუბეის პროვინციის ათ ქალაქში; შედეგად, გარესამყაროს მოსწყდა ამ ზონაში მცხოვრები 30 მილიონამდე ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...