0 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი


ხელსაყრელი დღეა სულიერი ზრდისა და შინაგანი თავისუფლების მოპოვებისთვის. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და ცხოველური წარმოშობის საკვებს. ეცადეთ, გულუხვობა და დიდსულოვნება გამოიჩინოთ. მოსალოდნელია მოგება ან ძვირფასი საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან.


კურო


ვარსკვლავები ფინანსურ საქმეებში წარმატებას გპირდებიან. პრობლემებს ახალი იდეებისა და სტრატეგიის წყალობით გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა ახალი კონტრაქტებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ასევე ქორწინებისთვის, ახალი სამსახურის დაწყებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ლოგიკური მსჯელობის წყალობით პარტნიორების დარწმუნებას შეძლებთ.


ტყუპები


კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობაში პრობლემები. სანამ ახალი პროექტების განხორციელებას შეუდგებით, ეცადეთ, ძველი საქმეები დაასრულოთ.ზედმეტი დაძაბულობა და გადაღლა თქვენს ჯანმრთელობას დააზიანებს.


კირჩხიბი


უკიდურესად საშიში დღეა. თავს გაუფრთხილდით - ნებისმიერმა, თუნდაც უმნიშვნელო ნაკაწრმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. თუ სტუმრად მიგიწვიეს, თავაზიანი უარი უთხარით და ვიზიტი სხვა დროისთვის გადაიტანეთ. კარგი იქნება. თუ საღამოს სახლში გაატარებთ და ადრე დაიძინებთ.


ლომი


ლიდერობისკენ თანდაყოლილი სწრაფვა და შესანიშნავი ორგანიზატორული თვისებები საშუალებას მოგცემთ, თანამოაზრეები და მოკავშირეები თქვენს ინტერესებს დაუქვემდებაროთ.


ქალწული


შინაგანი თავისუფლების მოპოვების დღეა. ახალი იდეებისა და სტრატეგიის წყალობით საქმიან შესვედრებს და მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებთ. თქვენი ლოგიკური აზროვნება, პიროვნული მომხიბვლელობა და ოპტიმიზმი პარტნიორებს თქვენთან თანამშრომლობას აიძულებს. ეცადეთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.


სასწორი


შემოქმედებითი დღეა, რომელიც ხელსაყრელია სეირნობისთვის, მოგზაურობისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის. საქმიანი ნაცნობობა მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორე გაეჭვებთ, რჩევა ახლობელ ადამიანებს თხოვეთ.


მორიელი


არახელსაყრელი დღეა მგზავრობისა და სეირნობისთვის. მოსალოდნელია ტრამვები და კატასტროფები. თუ აუცილებელი არ არის, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავეთ და საოჯახო საქმით დაკავდით. ემოციები მოთოკეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.


მშვილდოსანი


გირჩევთ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ. ოცნებების კოშკებს ნუ აშენებთ და ძველი, კარგად ნაცნობი საქმეებით დაკავდით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს ნებისმიერი ახალი საქმე უშედეგოდ დასრულდება და იმედგაცრუებას მოგიტანთ.


თხის რქა


შინაგანი თავისუფლების მოპოვების დღეა. ახალი იდეებისა და სტრატეგიის წყალობით საქმიან შესვედრებს და მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებთ. თქვენი ლოგიკური აზროვნება, პიროვნული მომხიბვლელობა და ოპტიმიზმი პარტნიორებს თქვენთან თანამშრომლობას აიძულებს. ეცადეთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.


მეწრწყული


ამ დღეს ნებისმიერი სახის ურთიერთობაში სიფრთხილე გმართებთ. მოსალოდნელ კონფლიქტებს მხოლოდ თქვენი მჭერმეტყველებითა და ადამიანების დარწმუნების უნარით გადაჭრით. ქალებს ახალი, რომანტიკული თავგადასავალი ელით.


თევზები


მშვიდობისა და თანხმობის დღეა. მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინეთ და კონფლიქტებს ერიდეთ. ხელსაყრელია კოლექტიური საქმიანობა, ფიზიკური დატვირთვა და ოჯახური საქმეები. შეგიძლიათ თამამად გასცეთ ვალი ან ფული ისესხოთ. გამოიყენეთ ხელსაყრელი პირობები ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სულიერი განწმენდისთვის. გირჩევთ, ვიტამინებით მდიდარი საკვები მიირთვათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...