0 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მარიამ ჯაში - ცოტნე გამსახურდიას მეორე, ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მეორე, ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება.

როგორც ჯაშმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი ოპერაცია, რომელიც პაციენტს გულ-მკერდის არეში დასჭირდა, წარმატებით დასრულდა. დეპუტატის თქმით, დამატებითი კვლევების შემდეგ კი მეორე ოპერაციის დაწყება გახდა საჭირო, რადგან კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ გამსახურდიას ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა ჰქონდა.

„ჩატარდა გულ-მკერდის არეში ქირურგიული ოპერაცია. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია მოხერხდა. მეტნაკლებად სტაბილიზაციის მიღწევის შემდგომ, უკვე შესაძლებელი გახდა დამატებითი გამოკვლევის ჩატარება. კერძოდ, ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც სამწუხაროდ გამოიკვეთა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა და მრავლობითი სისხლჩაქცევები. სწორედ ამიტომ, ასევე ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, სასწრაფოდ დაიწყო ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც ალბათ, სულ მცირე კიდევ ორი საათი გაგრძელდება. შემდეგ ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ექიმებისგან“,- განაცხადა დეპუტატმა.

ჯაშის თქმით, ექიმების გუნდი სრულად მართავს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„ამ ეტაპზე ხეჩინაშვილის გუნდი სრულად მართავს ცოტნეს მდგომარეობას. პირველ ეტაპზე გაკეთდა მაქსიმუმი, დღეს დამატებით სამედიცინო სერვისზე საუბარი ნაადრევია. იმედი გვაქვს, რომ პირველი ორი დღის სტაბილიზაციის შემდგომ ექიმების გადაწყვეტილებით დამატებითი დახმარება იქნება საჭირო. ბუნებრივია, სრულ მზადყოფნაშია თანამშრომლობისთვის კლინიკა და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთავრობის მხრიდან, ასევე მთელი საზოგადოების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა. ამ ეტაპზე მთავარია ნეიროქირურგიული ოპერაციის წარმატებით დასრულება“,- აღნიშნა ჯაშმა.

ამასთან, როგორც პირველი ოპერაციის დასრულების შემდეგ ქირურგმა, გიორგი გვახარიამ განაცხადა, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...