0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის 30 წლის იუბილეზე 10 000 - ზე მეტი თანამშრომელი წინანდლის მამულში შეიკრიბა

თიბისის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად წინანდლის ისტორიულ მამულში 10,000-ზე მეტი თიბისელი შეიკრიბა საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, ხორვატიიდან, მაკედონიიდან და სხვა ქვეყნიდან.

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რაც გულისხმობს ციფრული ეკოსისტემის დახმარებით, მომხმარებლებისთვის და პარტნიორებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, მარტივი და ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტების შეთავაზებას.

თიბისი, 30 წლის განმავლობაში, რეგიონში ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუტად და  ტექნოლოგიურ კომპანიად  ჩამოყალიბდა, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 11 მილიონზე მეტ ადამიანს უმარტივებს ცხოვრებას და მათ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს, დაწყებული ფინანსური სერვისებიდან სხვადასხვა ეკო-სისტემით დამთავრებული. თიბისი ფინანსური მაჩვენებლებით პირველია საქართველოში, მას სესხებში ბაზრის წილის 39.1 % უკავია, ხოლო დეპოზიტებში - 40.7 %.

თიბისი საქართველოში ყველაზე დიდ დამსაქმებელიცაა. „თიბისი ბანკის ჯგუფი“ (PLC TBC Bank Group) რამდენიმე კომპანიას - თიბისი დაზღვევას, თიბისი ლიზინგს, თიბისი ფეის, თიბისი კაპიტალს, თიბისი ბროქერეჯს, ტექნოლოგიური ეკოსისტემების კომპანია Tnet-ს და ჯამში 10,000 თანამშრომელს აერთიანებს. 

თიბისის გუნდმა გამოწვევებით სავსე და საინტერესო გზა გამოიარა. 3 ათწლეულის განმავლობაში თიბისი ბიზნესის წარმატების საუკეთესო მაგალითად იქცა საქართველოში, თიბისიმ გააფართოვა ცოდნა და გამოცდილება  საერთაშორისო ასპარეზზე და რეგიონში წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიად იქცა. საერთაშორისო გაფართოების ფარგლებში, 2020 წელს თიბისი უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. დღეს უკვე TBC.UZ აპლიკაციას 2 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

თიბისი დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის ციფრული არხები მომხმარებლებს მოქნილ და მარტივ გამოცდილებას სთავაზობს. საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance, 2019 წელს - თიბისის მობაილბანკი, 2022 წელს კი თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა.

თიბისიმ აღიარება მოიპოვა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის და მსოფლიო მასშტაბითაც. საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემებმა Euromoney,  Global Finance, The Banker და სხვებმა, სხვადასხვა დროს, თიბისი რამდენჯერმე დაასახელეს წლის საუკეთესო ბანკად.

მეოთხე ათწლეული, რომლის ათვლაც ახლა დაიწყო, თიბისისთვის იქნება ტრანსფორმაციის ათწლეული, რომელშიც ციფრული და ტექნოლოგიური ცვლილებებით შესაძლებელი გახდება მომხმარებლებს თიბისისთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...