0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მობილური ჯგუფები „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისში

სპეცტექნიკის უმსხვილეს ბრენდებს საქართველოში „თეგეტა“ წარმოადგენს. მსოფლიო ბრენდების ტექნიკის გაყიდვებთან ერთად, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით საქართველოში ყველაზე დიდ და კვალიფიციურ სერვისს სთავაზობს. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, სერვისცენტრების გარდა, მომხმარებელს ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით მოემსახურება. მობილური ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს ნებისმიერ ადგილას აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას.     

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად სწრაფი, ხარისხიანი მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება. გვსურს, ამ სფეროში მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა საქართველოშიც დავნერგოთ. შემოვიტანოთ კიდევ უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგია, სარემონტო დანადგარი და გავზარდოთ სათადარიგო ნაწილების ადგილზე ხელმისაწვდომობა. იმისათვის, რომ ტექნიკის რემონტზე მოცდენის პერიოდი მინიმუმამდე დავიყვანოთ, მომხმარებელს ვთავაზობთ მობილური ჯგუფების მომსახურებას. საქართველოს მასშტაბით, მუდმივ მზადყოფნაშია 12 მობილური ჯგუფი. მათი არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან სპეცტექნიკის მფლობელთათვის ტექნიკის გაუმართაობით გამოწვეული უქმე დღეები პირდაპირ ფინანსურ დანახარჯებთან არის კავშირში“.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სერვისი სპეცტექნიკის მიმართულებით სწრაფი შეკვეთების შესაძლებლობაა. დეტალების დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში ტრანსპორტირება მომხმარებელს დამატებითი ფინანსური დანაკარგებისგან იცავს.

„თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის სერვისის მიმართულება სამშენებლო, სასაწყობე, საგზაო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურებას მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების სერვისცენტრებში ტექნიკისთვის საჭირო ყველა სახის მომსახურების ჩატარებაა შესაძლებელი. მათ შორის, ელექტროდიაგნოსტიკა, ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, ტრანსმისიისა და სავალი ნაწილის შემოწმება-შეკეთება, ასევე სრული სახარატე სამუშაოები და ვულკანიზაცია. მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდების მთავარი პირობა კომპეტენტური და გამოცდილი გუნდია. „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში შეუძლია.

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულება მომსახურებას უწევს ისეთ ცნობილ მსოფლიო ბრენდებს, როგორებიცაა ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ნომერ პირველი ბრენდი JCB, ასევე Doosan, Caterpillar, Volvo, Leibherr, Bomag, Komatsu, XCMG, Ammann, Cummins, ITR, Fleetguard, TVH და ა.შ.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...